მეოთხეკლასელების დღის ჩანაწერები

 

დღის ჩანაწერების წერა და ერთმანეთისთვის წაკითხვა ძალიან უყვართ. ეს ერთ-ერთი დღეა – ბევრი ბავშვის თვალით აღქმული. კითხულობ და ჩაგესმის სხვადასხვა ხმა, გრძნობ მათ გულისცემას, სიხარულს.

ბავშვები ლაპარაკობენ. თაკო წერს. ჩემი ბიძაშვილი თამაშობს. ჩემი პატარა ძმა დადის. თაკო აღარ წერს. ბავშვები ყვირიან. კარებმა დიბრახუნა. დედაჩემი წავიდა. თაკო ისევ მათემატიკას წერს. ნამცხვარი კეთდება. ჩანთა გადავარდა. წებო აღარაა. ბიცოლაჩემმა ონკანი მოუშვა. ჭურჭელს რეცხავს. ჩემი ბიძაშვილი წიგნს ურახუნებს თაკოს.

                                                                                                                                     დათო როსტიაშვილი

  დილით გავიღვიძე, ჭამა დავიწყე. მოვრჩი სამი სათის შემდეგ. მერე გაბრიელი გავიყვანე ნახევარი დღე ვასრიალე, ვაქანავე, ვეთამაშე, და ასე შემდეგ, რომ მოვედით სახლში კარგად ვჭამეთ და საბნები გადმოვყარეთ, საბანს+ პუფი + ბალიში გამოდის მატრასი. მე და გაბრიელი ვახტებოდით და გავგიჟდით სიხარულისგან.

                                                                                                 ნიკოლოზ ჩაჩანიძე

  მზემ გამოანათა, ჩემი ხმაა ფანჯარაში ცხვირმიჭყლეტილი იხედება. ბებო ჭურჭელს რეცხავდა და ალბათ რამეს გაგვიკეთებს. ჩემს მამას ჩვენმა ძაღლმა წვერამ ხლზე უკბინა. ჩვენი ქრიზანთემები რომელიც მოგვართვა ანდრიას ბებომ მხიარულები არიან და მრავალი ფერია, თეთრი, ყვითელი, აგურისფერი, ვარდისფერი და წითელი. კარგი ამბავი ის არის, რომ ჩემმა ძმამ დაშაქრული კანფეტი მიირთვა. აქამდე შაქარს ხელს არ ჰკიდებდა. ჩვენს ფანჯარაში ლამაზი მტრედი მოფრინდა. ის ნაცრისფერი და ღუნღულაა. მას მოსწონს გამათბობელთან ახლოს ყოფნა.

                                                                                                                                                               ცოტნე შანგუა

  დღესაც 12 საათზე მივდივრთ ცეკვაზე, იქ 1 სათი უნდა ვიყოთ. ზოგჯერ მეზარება ხოლმე წასვლა, ზოგჯერ მიხარია. დღეს ღამე ჩავიცვამ ფუმფულა ანუ თბილ პიჟამოს და ჩუსტებს.  მალე ჩემი დაბადების დღე მოვა და მიხარია, თან ძალიან, ერთი სული მაქვს, როდის მოვა ოთხშაბათი, იმიტომ რომ ორი ქართული გვაქვს და მასწავლებელი ჩაგვიტარებს ბევრ რამეს, და კიდევ როდის მოვა დეკემბერი, იმიტომ რომ ლელა მასწავლებელმა თქვა დეკემბერში ლიტერატურული კაფე გვექნებაო. და დეკემბერში არის ჩემი დაბადების დღე და მიხარია.

                                                                                                                                      ბარბარე მეკოკიშვილი

  დღეს გარეთ კარგი ამინდია. მამამ წამიყვანა საშაურმეში. მე და მამამ ვჭამეთ შაურმა. ძალიან გემრიელი იყო. შემდეგ რომ მოვედით, მანქანა გავაჩერეთ. ასე გავატარე დღევადნდელი დღე.

                                                                                                                                              დავით ვერხვიაშვილი

  მე ჩემი დის მულტფილმის ხმა მესმის. მე ახლა ვთიშავ ჩემი დის მულტფილმს. მე გავთიშე ჩემი დის მულტფილმი. ნეტავ ახლა რას აკეთებენ ჩემი კლასელები? სულ ვფიქრობ სალიტაზე. რატომ არ მოდის სკოლაში? რაღაც ხო არ სჭირს? ცუდია, რომ არ მოდის. ჩემი აზრით, ყველა ფიქრობს სალიტაზე და მეგიც მომენატრა. მისი სათამაშოები. თითები მტკივა. იმიტომ, რომ მალე ვწერ.

                                                                                                                                       გოგა მაჭკალიანი

  ნიკასთან ვარ. რაღაცას წერს ნიკა ჩემნაირად. ტაიმერის დრო დავაყენე. ოკიმი სკამის ქვეშაა. გარეთ ბნელა და მალე გადის დრო. ნიკა ხუმრობს. გვერდით ინგლისურის წიგნი მიდევს. კარგად ვერ ვწერ, რადგან მინდა, რომ მოვასწრო დაწერა ბევრის. ვერ ვფიქრობ და დრო გადის. ნიკა მეხუმრება და წერს ხელოვნებას. დრო არ ვიცი, რამდენი მაქვს. ნიკა მეუბნება, ცოტა დაგრჩაო. მაგრამ მგონი იტყუბა, რადგან ისეთი თვალები აქვს.

                                                                                                                                            გაბრიელ მეტრეველი

  გუშინ ფეხბურთზე სამი გოლი გვიტანე. გაკვეთილებს მალე მოვრჩი და ჰარი პოტერი წავიკითხე. გარეთ ცოტა ბავშვია. ტაიმერი მიყენია. უკვე სამი წუთი დარჩა. დღეს სკოლაში გოგა მოწყენილი იყო. ტატოს მუცელი სტკიოდა. მარიამი ვიდეოს იღებდა. გარეთ ყვითელი ფოთლები ყრია. თვითმფრინავები დაფრინავენ და გრძელ კვამლს უშვებენ.

                                                                                                                                   ანდრია ღოლინჯაშვილი

  დილაა. მზე ანათებს. წავედით მუსლიტერატურაზე. იქ ვნახე ბავშვები. მასწავლებელი გაკვეთილს ხსნიდა, ბავშვები კი მოწიწებით ვუსმენდით. იქიდან რომ გამოვედით, უეცრად შეგვიყვანეს გუნდზე – ეს ჩემთვის ახალი და უცხო საგანი იყო. იქიდან დამშეულები წავედით ბლინების საჭმელად დეიდასთან. შემდეგ მე და ბარბარე ვთამაშობდით ეზოში.

                                                                                                                                      ნუცა კვინიკაძე

  ჩაბნელებულია გარეთ. სახლი მიყრილ-მოყრილია. ჩემი მეგობარი იზმორება. კარები ბრახუნდება. დედაჩემი ნამცხვარს აცხობს. ჩემი მეგობარი ტვინს მიბურღავს. სკამიდან ლამის გადავვარდი. ჩემი მეგობრები მაყვირებენ. ძალიან მეძინება.

                                                                                                                                 თაკო როსტიშვილი

   გაბრიელი წერს. ცაში თვითმფრინავები დაფრინავენ. ცოტნე სახაზავით თამაშობს. კარი გაღებულია. მარიამი წერს. დემეტრე წერს. ჩიტები დაფრინავენ.

                                                                                                                                    ნიკა გორგაძე

დღეს გადავწყვიტე წამეკითხა „ოქროს გასაღები“ და წიგნს რომ ვიღებდი, უეცრად გამახსენდა წიქარას წიგნი, რომელსაც ლელა მასი გვიკითხავდა. ძალიან მომინდა მისი წაკითხვა, მაგრამ ჯერ არ მაქვს ნაყიდი. დედაჩემი რომ მიყიდის, დავჯდები და წავიკითხავ, დავხატავ ილუსტრაციებს და ამოვიწერ უცხო და სახალისო სიტყვებს. შემდეგ ორაგული გამახსენდა და დავიწყე ხმამაღალი კითხვა . დავიღალე. დავისვენე და დავიწყე მეორე თავის კითხვა.

სოფიკო გიორგობიანი

მე გავიღვიძე. დავნაყრდი. ეზოში ჩავედით მე, ჩემი ძმა და ჩემი და. ჩემს ძმას სძინავს. მე ქართულს ვწერ და თან დროს ვუყურებ. მე ვცდილობ, სწრაფად და ლამაზად ვწერო. ნეტავ წიგნში მეშვიდე თავის შემდეგ რა მოხდება. მე რაღაცას ვძერწავ და ახლა არ გეტყვით რას, რადგან სკოლაში მინდა განახოთ. ნეტავ სალიტა რატომ არ მოდის? ძალიან მინდა მასთან თამაში. მეგი და მისი სათამაშოები გამახსენდა. მისი ლამაზი სათამაშოების გადამკიდე გაკვეთილს სათაურებს ვარქმევდით, მაგალითად, „მეგიმ გველი მოიყვანა“.

სალომე  მამსირაშვილი

ადრე გავიღვიძე. შაბათია. ვხედავ გარეთ ცუდი ამინდია. ხაშურში წავედი ბებოსთან. მეტროში ბევრი ხალხი ირევა. მარშუტკით წავედით. კარგად ვიმგზავრეთ. მძღოლმა მუსიკა ჩართო და გვასმენინებდა. რომ მივედით, ჩვენი ძაღლი ვნახეთ. ისე გაეხარდა ჩვენი ნახვა, სულ აქეთ-იქით დარბოდა. ბევრი ვეთამაშეთ. გარეთ ცივა და კარების წინ თბილ ნაჭერზე დაწვა. ვხედავ, როგორ მიყურებს. კიბეზე დავჯექით და დიდხანს ვიყავით ერთად, თან მთვარეს ვუყურებდით.

დაჩი ღონღაძე

ჩემი და წერს გაკვეთილებს. მამა მოვიდა სამსახურიდან. მე ვთამაშობ. დედა მიდის მაღაზიაში. პაპა დადის აქეთ-იქით. დათუნიას იქნევს ჩემი დეიდაშვილი. მამიდაშვილმა ბალიში გამარტყა თავში. ნახვამდის, აზრებო.

საბა წიკლაური

კვირას რომ არაფერი მომფიქრდა, უცებ გამახსენდა, რომ წიგნში ეწერა,  ცხრა ძმა ხერხეულიძე რომ მოკვდა, ცხრა დიდი ქვა დაადესო და მანდ წავედით. უცებ შევჭამეთ და წავედით და ვნახეთ მარაბდაში  რაღაც უდიდესი ქვები. ცხრა ძმა ხერხეულიძის ძეგლი და გიგანტური ქვები ვნახე. იქიდან ჩანდა მთელი თბილისი და კიდევ თბილისის ხიდზე გადავიხედეთ. ასე გავატარეთ კვირა.

დემეტრე სოსიაშვილი

მანიქრაფთის თამაშის ხმა მესმის, ზარი დაირეკა და მამა მოვიდა. ჩემი და ლაპარაკობს, სიმღერის ხმაა. ინგლისურად ლაპარაკის ხმა მესმის. ანი მეგრულად ელაპარაკება მამას, ფული რაჩხა-რუჩხობს.მამამ ფლომასტერის თავსახური იპოვა. დედა საქმეზე ლაპარაკობს. ანი და მამა ოლიმპიადაზე ლაპარაკობენ, ეზოდან ხმა მესმის.

ლიზი ხვიჩია

შოთამ თმები შეიჭრა. შოთა და დათუნა ეზოში ჩადიან. შოთა და დათუნა ბრდღვიალა თვალებით მიყურებენ. ცეკვაში ახალი ილეთი დავამუღამე გვასწავლა. ნეტა მეგი როდის მოვა? ის ჩვენი საუკეთესო მეგობარი იყო. ნეტა სალიტა მალე დაბრუნდება?

თამარ მინაშვილი

დაჩიმ ხაშურის მეტროში წვეულება გააძრო!!! ანდრია მოწყენილია, მაგრამ!!! ან იმიტო რომ ის გამწარებული წერს. გოგამ 20 ლიტრა წყალი დალია. ლიზი  ეცდება, რომ ოთახში გამოვკეტოთ. გაბომ 5 წუთიანი ესე კი არა, მოთხრობა დაწერა! ლელა ტვინს იბურღავს ჩვენი ნაამბობით, გაბრიელი გამწარებული იწერს რაღაცას. დათოც რაღაცას წერს. დათუნა და თამარი რაღაცაზე ლაპარაკობენ და რვეულებს აძლევენ ერთმანეთს. ლიზი და მე გამწარებულები ვიწევთ ხელს, ჩვენ რიგს ველოდებით გამწრებულები. ლელა მასმა ისე იცინა, მგონი ამას მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებს. სალიტას ყური დაუგდეს. ლელამ მილიონჯერ თქვა „მაგარი რაღაც დაწერე“.

საბა ბურდული

პ.ს. საბას დავალება არ ჰქონდა დაწერილი. სანამ სხვები კითხულობდნენ, მანაც მოასწრო ჩანაწერის გაკეთება და ასე აისახა კლასის ამბები მის რვეულში.

Leave a Comment