წიგნის კითხვა ჩვენი ცოდნის კარია

მე ავარჩიე წიგნის კითხვა და ვიმსჯელოთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ის ჩვენს ცხოვრებაში.


ჩემი შერჩეული თემის შესახებ ბევრი რამ ვიცი, მაგალითად, ის, რომ კითხვა გვავითარებს, კითხვა განათლების წყაროა.


ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ბავშვებს ეზარებათ კითხვა და კიდევ მათ უმრავლესობას არ შეუძლია გამართულად კითხვა.
ამ პრობლემის გადაჭრის ბევრი გზა არსებობს მაგ: რაიმე ისეთი სახალისო აქტივობის მოფიქრება, რომელიც ბავშვებს წიგნის კითხვას მოანდომებს და შეაყვარებს. ასევე, ლიტერატურულ კაფეებზე დასწრება მათ კითხვას შეაყვარებს.

გადავწყვიტე, აზრი მეკითხა ოჯახის წევრისთვის, დედასთვის, თუ რას ფიქრობდა ის ამ საკითხზე. დედა კი ასე ფიქრობს: „წიგნის კითხვა ავითარებს ადამიანს, აუმჯობესებს მეტყველებას, სიტყვათა მარაგს. წიგნის კითხვა ადამიანს თამაშ-თამაშით შევაყვაროთ. შევურჩიოთ საინტერესო ილუსტრირებული წიგნები“.

მაგალითს მოვიყვან ჩემი ცხოვრებიდან, თავდაპირველად მე არ მიყვარდა კითხვა. შემდეგ ჩემმა მეგობარმა წამიყვანა ბიბლიოთეკაში. იქ შევქმენი ჩემი ბარათი. დავინახე, რომ ჩემს მეგობარს სამი ფურცელი სულ წიგნების სათაურებით ჰქონდა გადაჭედილი. მეც მომინდა ფურცლების შევსება და დავიწყე უფრო და უფრო მეტი წიგნის გატანა ბიბლიოთეკიდან. ახლა ჩემი მეგობრის დამსახურებით ძალიან კარგი მკითხველი გავხდი და ფურცლებიც ნელ-ნელა მევსება.

დასკვნა არის ის, რომ შეიძლება, შენი დამხმარე იყოს მასწავლებელი, შენი მეგობარი ან კლასელი, რომელიც შეგაყვარებს კითხვას და მოგცემს იმის საშუალებას, რომ იმოგზაურო სხვადასხვა სამყაროში. ასე რომ, ჩემი კეთილი რჩევა იქნება, კითხოთ ბევრი და ისიამოვნოთ ამით.

ლექსი, ნახატი, მუსიკალური ნაწარმოები

რვადღიანი პროგრამა სახელად “ლექსის მულტიმედიური წაკითხვა”, რომელიც მიზნად ისახავდა ხელოვნების სამი დარგის – პოეზიის, მხატვრობისა და მუსიკის – გაერთიანებას, დასასრულს მიუახლოვდა.

ჩვენი მეშვიდე შეხვედრა ამგავრი იყო: გავეცანით ვან გოგის ნახატს “ატმის ხე ყვავილობისას”,  წავიკითხეთ გალაკტიონის ლექსი “ატმის ყვავილები” და მოვუსმინეთ შოპენის “გაზაფხულის ვალსს”. წერით აქტივობად კი ბავშვებს შევთავაზე ცხრილის შევსება – თითოეულ გრაფაში უნდა დაეწერათ მოკლე კომენტარი.

გიზიარებთ ბავშვების დაწერილ კომენტარებს:

ლექსმა მიმახვედრა ის, Თუ რა მალე იცვლება ცხოვრება.

ამ ნახატმა მომანდომა, რომ მეც იქ ვყოფილიყავი.

ამ მუსიკამ დამამᲨვიდა. ისეᲗი გრᲫნობა მქონდა, რომ არაფერი სხვა არ მესმოდა.                       ელენე ცაავა

ლექსი ისეთი დინამიკურია, თითქოს ხედავ, როგორ მიქრიან ატმის ყვავილის ფურცლები ქარში და მასთან ერთად თითქოს შენც ჰაერში ლივლივებ და რადგანაც მწუხრის და სიკვდილის მოახლოების მოლოდინია, ამიტომ დიდ სევდას იწვევს ჩემში.


მუსიკა მსუბუქი, ოდნავ სევდიანია. ისეთი ლამაზი მელოდიაა, ათასნაირ საფიქრალს აღძრავს.
ჩემი აზრით, ნახატში ყველაზე მთავარი ფერებია, ერთი ფერის უამრავი ტონი.                         გაბრიელ ქემოკლიძე

ლექსი ძალიან კარგი, მშვიდი ლამაზი და ლაღი იყო, ასევე დაძაბული მომენტიც შემოიტანა გალაკტიონმა.

ნახატი იყო ძალიან ჰაეროვანი, ნაზი, იდუმალებით მოცული.

მუსიკა იყო ძალიან მშვიდი. მე პირადად ძალიან დამამშვდა!                 მაკრინე ხვედელიძე

ლექსმა ფიქრები აღმიძრა, თუ რაზე ვოცნებობ მე თვითონ. ლექსში ისეთი სიტყვები იყო ნახსენები, რომ თითქოს ლექსი რაიმე კარგ, შესანიშნავ, სიყვარულით სავსე ამბავს გვიყვებოდა,  მაგრამ სინამდვილეში მისი შინაარსი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ძნელი წარმოსადგენია გაბზარული ატმის ხე…

ნახატი ჩემთვის სიმშვიდეს და იმედიანობას ასახავს, თითქოს ყველაზე გულცივ ადამიანსაც პატარა სინათლის ნაპერწკალს გაუჩენს გულში. თითქოს მნათობელი იყოს ადამიანებისათვის.

მუსიკა კი თითქოს ამბავს გვიყვება, რომელიც ჯერ არავის მოუსმენია და პერიოდულად სევდა შემოაქვს. ხანდახან მუსიკა მიჩუმდებოდა, მერე შედარებით ენერგიულად აგრძელებდა, თითქოს არ ნებდებოდა. მე ასეთი ფიქრები აღმიძრა ამ მუსიკის მოსმენამ და ბევრ რამეზე დამაფიქრა.                               ნუცა მაისურაძე

http://Listen to გალაკტიონ ტაბიძე ატმის ყვავილები.m4a by ლელა კოტორაშვილი on #SoundCloud
https://soundcloud.app.goo.gl/ke8Xy

https://youtu.be/Q4Q9gMAr4Js?si=z-hUH8JI3wNXQ7yB

მე ამ ლექსმა დამაფიქრა…

მე ამ ლექსმა დამაფიქრა…რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ფოტოაპარატი არ სჭირდება მასვუფრო ლამაზი თვალები აქვს თუნდაც თვალებს რომ თავი დავანებოთ ჩვენ ადამიანებს ლაპარაკიც შეგვიძლია,გადმოეცით ეს ყოველივე შენი ენით და სიტყვათა მარაგით!
ასევე ამ ლექსში აღწერილიასაქართველოს რომელიმე კუთხის შემოდგომის ბოლო დღეები მაგ:როგორ ,,დასტრიალებსვბეღურების გუნდი ნალებს”.
როგორ,,გარინდულა ყანაც და ტყეცა”
როგორ სვამენ ჩლიქის ნადგამში ძაღლები ნაწვიმარ წყალს
როგორ უგზავნის ამანათს დიდედა ბავშვებს და როგორ აწყოფს ნივთებს გოდორში
რამდენი რამ შეუძლია თვალს
ამდენი რამის დანახვა და აღწერა მარტივი არაა,ყველას არ აქვს ეს შესაძლებლობა.
-მაკრინე ხვედელიძე

მე ამ ლექსმა დამაფიქრა, პოეზიის ძალაზე, პოეზია უცნაური მადლია. პოეზია გულის სიღმიდან ადამიანის გრძნობათა მარგალიტების ამომტანელი, მხატვარია. რომელიც ადამიანს თავის ძალას მხატვრული ფორმით აჩვენებს. ამ ლექსზე შეიძლება შენი სოფელი გაგახსენდეს და სხვა…

ყველას უნდა სოფელში, ყველას უნდა პატარაობა როდესაც ძილის წინ შენი ბებია თბილი ხელებით საბანს ამოგიკეცავდა მოგეხვეოდა და ძმები გრიმების ზღაპარას წაგიკითხავდა. ლექსს დიდი ძალა აქვს, ყველა ადამიანი შეიძლება ვერ ჩასწვდეს ლექსის არსს, ვერ გაიგოს მისი ძალა. ლექსის კითვასაც დიდი ძალა აქვს ყოველთის სხვანაირი განცდა დაგეუფლება როდესაც ადამიანი გულში ამოვლებული ხმით მოგიყვება ამბავს. გასაოცარია წარმოსადგენად მშვიდობა ირგვლივ, გარინდული ყანას და ტყის დანახვა. და ფიქრებში და ოცნებებში გადასვლა. ასეთი ლექსის დაწერას საოცარი გონება სჭირდება. საამური განცდაა როდესაც ასეთ ტკბილ ლექსს კითხულობ. აი ეს არის პოეზიის უდიდესი მადლი და ძალა.
-ნუცა მაისურაძე

მე ამ ლექსმა დამაფიქრა ბევრ რამეზე. თითქოს ზამთრის მოსვლა არ უნდა იყოს სევდიანი,თუმცა მწერალი ნაღვლიან სურათს გვიხატავს და ისე გადმოგვცემს ამ ემოციას,რომ ნახატს უფრო გავს ლექსზე მეტად.
მე მგონია,ავტორი ზამთარს ასევე სიბერის მოახლოებად თვლის და ამიტომ არ არის მხიარული.ლექსში მოხუცების ამარა დარჩენილი სოფლის ტკივილიცაა გადმოცემული,როგორც მის ერთ-ერთ ლექსში ,,მეშინია”..

შოშიის წერილი მეგობრებს

“- რად მოფრენილხარ, შოშიავ,

შენ ასე ადრიანადა?

– რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ

ვიყავი დარდიანადა”

წერილის ინსტრუქცია ამგვარი იყო:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი,
შუშებიანი კარადა;
ქართლის ველ-მინდვრები.
ჩემო ფრთებხატულა მეგობრებო,
წერილს გწერთ თქვენთვის უცნობი ადგლიდან. ბედმა ასე ისურვა, რომ მომაშორა ჩემს ტოლ-ამხანაგებსა და გამომაწყვდია მუზეუმში. ვიცი, ეს სიტყვა არასდროს გაგიგიათ. მუზეუმი ადამიანებმა გამოიგონეს და დიდ შენობაში გამოფინეს სხვადასხვა ადგილას ნაპოვნი ნივთები – ლარნაკები, მძივები, მონეტები, ქოთნები… ერთი ოთახი კი მთლიანად ცხოველებს, ფრინვლებს, ქვებს დაუთმეს… ყოველდღე მოდიან და გვაკვირდებიან. მე შუშებიან კარადაში ვხოვრობ მთიულას, ბულბულის, ნიბლიას გვერდით… ჩემს კლანჭებთან ქაღალდის პაწია ბარათია და ზედ ჩემი სახელი წერია – შოშია, Sturnus Vulgaris.
საღამოს მარტო ვრჩებით და ფიქრის დრო მაქვს. მეც ვფიქრობ და ვფიქრობ… მოგონებებში ვეხვევი. მახსენდება ერთი მზიანი დილა, როცა ჩემს გუნდთან ერთად ქართლის ველ-მინდვრებამდე მოვფრინდი. მზე ჩახჩახებდა. ადრიანი გაზაფხულისთვის ჩვეული თბილი ქარი ქროდა. ყველას გვიხაროდა სამშობლოში დაბრუნება. ვგალობდით, ვხარობდით, ვცელქობდით. მერე ჩხუბი გავმართეთ ერთი კუნელის ბუჩქის გამო. მე და ჩემს ცოლს იქ გვინდოდა ბუდის აგება. სხვებსაც მოუნდათ, მაგრამ მერე ტოტები გავინაწილეთ და ასე მოვრიგდით. ეჰ, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ!
ნეტავ, სად ატარებთ ზამთრის დღეებს ახლა?
დიდი მონატრებით,
კუნელის ბუჩქის ბინადარი შოშია

ჩემო ფრთიანო მეგობრებო, წერილს გწერთ მუზეუმიდან. მუზეუმი არის ადგილი, სადაც თვალებაბრჭყვიალებული ბავშვები მოდიან და გაკვირვებულები შემოგვცქერიან, თითქოს მსოფლიოს ყველაზე საოცარი არსებები ვართ. მუზეუმი ადამიანებმა გამოიგონეს. თქვენდა გასაკვირად, მარტო ერთი ოთახს ვამშვენებთ ჩვენ, ფრინველები, დანარჩენი ოთახები სულ ძველისძველ ლარნაკებს უკავიათ და გამარჯვებული თვალებით შემოგვცქერიან. მე მუზეუმის ერთ პატარა კარადაში ვარ გამომწყვდეული. კარადის სარკეზე დაძველებული პაწია თაბახია და მას აწერია: „შავი შოშია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრინველია მთელ მსოფლიოში, ისინი თავიანთ სამშობლოს ერთგულნი არიან“. აი, მარტო ასეთი პატარა ტექსტით შემოიფარგლნენ. არადა, ჩვენ როგორი საინტერესო წეს-ჩვეულებები გვაქვს. ჩემს გვერდზე პრანჭია ბულბული ზის, ჩემ მარცხნივ კი მოწყენილი მერცხალი, რომელიც თავის გუნდს ჩამორჩა და სამუდამოდ აქ გამოამწყვდიეს. მე და ბულბული ვცდილობთ დავამშვიდოთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის.ხმას არ იღებს. ბულბული კი მთელი დღე მელაპარაკება. ერთად ვგალობთ და ყველა მნახველი ჩვენთან მოდის. ხანდახან ექსკურსიებიც აქვთ ბავშვებს. ალბათ ეს სიტყვაც თქვენთვის უცხოა. არსებობს სასწავლებელი, სადაც ბავშვეი სწავლობენ, დიდები კი ასწავლიან, ხანდახან კი მოდიან სასწავლად, თავიანთი დღიურებით და ყველა წვრილმანს იწერენ, ფოტოებს გვიღებენ...

მენატრება დღეები, როდესაც ღამის ცას შევყურებდით.  ჩვენი ერთერთი მიზანი იყო ციალის დანახვა, მაგრამ ალბათ ეს ოცნება არასდროს ამიხდება. თქვენთვის კი ჯერ კიდევ გვიანი არ არის. მოგონებებში ნელ-ნელა ვეხვევი. მიხაროდა, როდესაც ქართლის გაჩახჩახებულ მინდვრებს შევცქეროდი და ნელ-ნელა გადავუფრენდით. ყველას გვიხაროდა ჩვენთვის საყვარელი მამულის ნახვა. გული საგულედან ამომივარდა იმის ლოდინით, თუ როდის გამოვფრინდები თქვენკენ. მახსენდება დრო, როდესაც ციცქნა პურის ნამცეცებს ვეძებდით და როდესაც ვიპოვიდით სამყოფს, სიხარულის ყიჟინა აღმოგვხვდებოდა. როდესაც ერთი კვირტებიანი ტოტის გამო ვჩხუბობდით და ბოლოს რომ გადავწყვეტდით სხვა ტოტებზე აგვეშენებინა ბუდე, რადგან არავის სწყენოდა. ეჰ, რა მშვენიერი დღეები იყო.  ნეტავ, კიდევ თუ შეგვახვედრებს ბედი ერთმანეთს?

     ძალიან მიყვარხართ, ჩემო მეგობრებო. თქვენი შოშია ნუცა მაისურაძე

გამარჯობა!
ვერ დაიჯერებთ, მაგრამ წარმოუდგენელი რამ შემემთხვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ აქ ყველაფერი გაშეშებული და უსულოა, ცივი, თუმცა მდიდრული.
ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია აქ ყოფნა… ტყე მენატრება, მისი სიცოცხლის ხმები: ჩხრიალი, ჭიკჭიკი,შრიალი, ტოტების ტკაცუნი – ,,მოსჩქეფენ ნაკადულები,მორბიან მოიმღერიან”.
ნეტავ, რომელ სულიერს შეუძლია აქ გაძლოს!
,,რა ვქნა ვერ ვძლებდი, სულ მუდამ ვიყავი დარდიანადა”.
აქედან უნდა გამოვაღწიო, რადაც არ უნდა დამიჯდეს!

შეხვედრამდე, ჩემო ფრთახატულა მეგობრებო!
თქვენი შოშია გაბრიელ ქემოკლიძე

ჩემო წითელგულავ, ჩემო ბეღურიკუნავ, მენატრებით.
თქვენგან განსაკუთრებულად შორს ვარ, ცხრა მთით, ცხრა ზღვით და ორი ოკეანით, ავსტრალიაში… აქ ძალიან ჭუჭყიანი შუშებია. ჩემს მოპირდაპირედ ტიტანობოაა. ის გველია და ძალიან იშვიათ ფერებშია. ამასწინათ მიყვებოდა, ოჯახი დამიხოცეს და მე აქ მაწამებენო…მართალია, მახრჩობელასებრნი ოჯახიდან ვარო, მაგრამ ამგვარი ცხოვრების შემდეგ ვის რაღა უნდა ვავნოო!
ახლა მახსენდება, როგორ ვთამაშობდით ჩვენ სამნი, ვინ უფრო სწრაფად გადაიფრენდა ერთ გუბეს, ვინც მოიგებდა, წაგებული მოიპარავდა პურს და მოგებულს აჭმევდა, მაგრამ მე ისეთი კეთილი ვიყავი, ყველას გიყოფთდით ხოლმე.
გული ლამისაა ნისკარტიდან გადმომივარდეს, ისე მენატრებით და თქვენ არ გენატრებით?
თბილისი მენატრება:
,,რა ვქნა ვერ ვძლებდი შორს ქვეყნად,
გული სულ არა დგებოდა,
იქ მუდამ დარდში მყოფელსა
აქ შვება მელოდებოდა.”
მიყვარხართ, ჩემო
გულის მახარებლებო.
თქვენი საყვარელი, შოშია მაკრინე ხვედელიძე

გამარჯობა ჩემო მონატრებულო მეგობრებო, მე ეხლა დიდ ქვის კედლებში ვარ, აქ არც ცა ჩანს და არც მაცოცხლებელი ჰაერია. ძალიან დიდი შემობაა და ყოველდღე მოდიან ჩემს სანახავად. მაკვირდებიან და ზოგჯერ მხატავენ კიდეც. რამდნეიმე დღის წინ ქალი მოვიდა, ბავშვები ახლდა და ვიდეო გადამიღო. როგორც აღოჩნდა ისი მოსწავეები იყვნენ. ყველა ისეთ აღფრთოვანებული იყო ჩემით, გახსოვთ ერთხელ ფრენის დროს რომ ჩამოვვარდი? რა სასაციო იყო, ეხლაც ასე ვარ. ვეღარ დავფრინავ და სულაც აღაა ეს სასაცილო. უნდა წავიდე ახალი მნახველები მოვიდნენ. სიყვარულით შოშია სესილია აფხაზავა

შიო მღვიმელი (ქუჩუკიშვილი)

http://Listen to შოშია – შიო მღვიმელის ლექსი.m4a by ლელა კოტორაშვილი on #SoundCloud
https://soundcloud.com/8nsj01mkpchb/m4a-3?ref=clipboard&p=a&c=1&utm_source=clipboard&utm_medium=text&utm_campaign=social_sharing

http://Listen to შოშია – იაკობ გოგებაშვილის “საგანძურიდან” m4a by ლელა კოტორაშვილი on #SoundCloud
https://soundcloud.com/8nsj01mkpchb/m4a-2/s-P3zpuAq6pwp?ref=clipboard&p=a&c=1&utm_source=clipboard&utm_medium=text&utm_campaign=social_sharing

რას ფიქრობს ხე ზამთარში?

ეჰ, ვდგავარ ჩემთვის მარტოდმარტო ამ ცივ თოვლში და ვფიქრობ, ნეტავ, როდის დადგება გაზაფხული, ნეტავ როდის მოფრინდებიან მერცხლები, როდის გაიკეთებენ ბუდეს ჩემს ბებერ, გრძელ ტოტებზე? როდის ამომივა ისევ ფოთლები ან როდის შევძლებ ვინმესთან გამოსაუბრებას? მხოლოდ და მხოლოდ ერთი კოდალა მახვევია თავზე დღე და ღამე ან ერთი ბეღურა თუ მოვა ხუთი წუთით. მეტს არავის ვაინტერესებ. ის კოდალაც დაბერდა და ძლივს იხედება თვალებიდან. გაბრიელ ქემოკლიძე

ძალიან მცივა. მათოვს და ჩემზე არავინ ფიქრობს. რა მოხდება, ვინმემ მეც გამიხსენოს? რა კარგი იყო ზარხული. არ მციოდა, ბავშვები გაოფლილები ჩემ ქვეშ სხდებოდნენ, რადგან მზე აწუხებდათ.

დავბერდი და მიკვირს, რა სწრაფად გადის დრო. თითქოს გუშინ იყო, პატარა რომ ვიყავი და ზევიდან დედა მეფერებოდა.

ძალიან გამიხარდებოდა, სახლებთან და ხეებთან ახლოს რომ ვცხოვრობდე, მაგრამ მაინც მე ვარ შორს. ვხედავ ბავშვების აღფრთოვანებულ სახეებს, თუ როგორ გამორბიან თოვლში სათამაშოდ. ელენე ცაავა

მზეა, მაგრამ უძლური. ის არ მათბობს. ვფიქრობ, რომ ზამთარი და მზე ჩხუბობენ და მზეს სულ დავავიწყდი, რომ უნდა გამათბოს.
მენატრება მზის სითბო, სიმწვანე და სიფერადე, რაც ყოველი წელიწადის დროს მაქვს, მაგრამ ამ ყოველივეზე ზამთარმა უარი თქვა.
ახლა, ამ წუთას, გამახარებდა ჩემი ფოთლები, ჩემი ნაყოფი და
რაც ყველასათვის მთავარია სიმწვანე.
ჩემს ნაყოფს რომ ვხედავ, გული კენწეროში მაქვს ასული
ეს ხომ საოცრება!.. მაკრინე ხვედელიძე

ბევრს დავუხატივარ, ბევრი წარმოიდგენს ხოლმე ჩემს მოწყენილ ტოტებს, რომლებიც ამაოდ ცდილობენ დაიმორჩილონ თეთრი, ქათქათა, მძიმე თოვლი. მაგრამ ერთი რამე ცხადია, სანამ ბედნიერი ხარ, არც ბებრობა დაგაუძლურებს და არც არაფერი. ბედნიერება დიდი სიტყვაა, დიდი მნიშვნელობის მქონე. ბედნიერი ვარ, როდესაც გახარებულ ბავშვებს შევცქერი, რომლებიც თოვლის ბაბუას ელოდებიან და სიხარულისა და მოუთმენლობის გამო ცმუკავენ. ვხედავ უფროსებს, რომლებიც სახლში მიიჩქარიან. ზამთარი ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ზაფხულს ვერასდროს შეედრება. როდესაც ჩემი ტოტები ფოთლებით, ყვავილებითა და კვირტებით არის სავსე, როდესაც ვხედავ სახლებს, სადაც მოჩუქურთმებული აივანია, როდესაც თბილი სიო თავზე ხელს მისვამს და ტკბილ ნანას მიმღერის, როდესაც გავარვარებული ცხრათვალა მზე მიღიმის – ეს სასწაულია, აღფრთოვანებაა. სიხარული დიდი სიტყვაა და მისი მნიშვნელობა ბევრმა არ იცის.
სიხარული არ უნდა აგვერიოს მხიარულებასა და კარგ განწყობაში.
სიხარული მომდინარეობს გულიდან. ის განიმარტება, როგორც გრძნობა, რომელსაც იწვევს სასიამოვნო რამ ან სასიამოვნო რამის მოლოდინი. ყველას სურს, სიხარულით სავსე ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ ყოველთვის იქნება პერიოდი, როდესაც ძალიან რთულ საქმესთან გიწევს ჭიდილი.
მაგრამ ყოველთვის იარსებებს ადამიანი, რომელიც გვერდში ამოგიდგება. ესეთი ადამიანი ცოტაა, ამიტომ ჯობია, დააფასო ასეთი ადამიანები, რადგან არაფერი არ არის უსასრულო. ნუცა მაისურაძე

დედაბრის დღის ჩანაწერი ქართული ხალხური ლექსის “საბრალო დედაბრისასა” მიხედვით

ფიროსმანი – კალოს ლეწვა

ლექსის მულტიმედიური წაკითხვა ბავშვების პოეზიით დაინტერესებისთვის მშვენიერი გზა აღმოჩნდა. დღეს წავიკითხეთ ქართული ხალხური ლექსი – “საბრალო დედაბრისასა”.

გაბრიელი რაჭიდან ჩაგვერთო, მაკრინე – საგურამოდან, სესილია – ბათუმიდან, ელენე – ბაღდათიდან, ელენე – გურიიდან და ხვალ დემეტრე შემოგვიერთდება.

ვისაუბრეთ ლექსში ასახულ შრომის კულტურაზე, რვამარცვლიან შაირზე, ლექსის მთავარ სათქმელზე – ზრუნვასა და დაუძლურებული ადამიანის დახმარებაზე, სიტყვები ფოტოებად გავაცოცხლეთ, ვნახეთ ფიროსმანის ნახატი “კალოს ლეწვა”, მოვუსმინეთ ჰამლეტ გონაშვილის სიმღერას “ურმული”.

მოვძებნე ჩემი მოსწავლეების მიერ ცისფერ გალერეაში “საბრალო დედაბრისასა” მიხედვით დადგმული პანტომიმა, რომელსაც მარი მასწავლებლის ფლეიტის ჰანგებზე ასრულებდნენ და ვუყურეთ.

ბავშვებს ვთხოვე, მუსიკის ფონზე წაეკითხათ “საბრალო დედაბრისასა”. ვუყურებდი ზუმის ფანჯრებში მათ სახეებს და გული მითბებოდა, როგორი დიდი მგრძნობელობით კითხულობდნენ ლექსს. მერე მითხრეს, თითქოს იქ ვიყავითო, ჟრუანტელმა დაგვიარა კითხვისასო…

ვფიქრობ, სწორედ ეს არის პოეზიის ჯადოსნური ძალა – რომ რეალობაში სხვა რეალობა შექმნას და სიტყვების ძალით შენც იქ წაგიყვანოს, ჟრუანტელი მოგგვაროს…

ბოლოს შევთავაზე წერითი აქტივობის ინსტრუქცია და ჩემი დაწერილი ჩანაწერი წავუკითხე. ზუსტად ვიცოდი, ჩემზე მრავალფეროვან ფანტაზიას გამოავლენდნენ. მართლაც ასე მოხდა. წაიკითხეთ V-VII კლასელების ნაწერები და თავადაც დარწმუნდებით.

მასწავლებლისთვის უზარმაზარი სიხარულია, ბავშვებს ნაბიჯ-ნაბიჯ რომ მიიყვან წერით აქტივობამდე და შემდეგ დიდი მოლოდინით გიზიარებენ სიყვარულით დაწერილ ჩანაწერებს.

დაწერე მოხუცი ქალის დღის ჩანაწერი

წარმოიდგინე, დღის ბოლოს რას დაწერდა მოხუცი ქალი:
რას გრძნობს?
რას ხედავს?
რას ფიქრობს?
რა ესმის?
რა შეკითხვა დაებადებოდა?

მოსაღამოვდა. ქოხის ფანჯარასთან ვზივარ და ჩემს დაჭმუჭნილ ხელებს ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენი უმუშავიათ ამ ბებერ ხელებს… მაგრამ ახლა როცა უძლური ვარ, ჩემი ერთგული ცხოველები მეხმარებიან ლუკმაპურის მოპოვებაში. ნეტავ რა სიკეთე გავაკეთე, რომ ეს ყველაფერი დავიმსახურე? გაბრიელ ქემოკლიძე

მიხარია. დაღლილ-დაქანცული უნდა ვიყო, მაგრამ არ ვარ. აივანზე ვზივარ და ვარსკვლავებით გამოჭედილ ცას შევყურებ, საოცარი სიმშვიდე სუფევს. თითქოს ყველაფერი გაცოცხლდა და წუთი-წუთზე დამელაპარაკება. საათი 12-ზე გაჩერდა და კაკუნს მოჰყვა, მაგრამ მე მაინც ვზივარ და ცას შევყურებ. მახსენდება ჩემი ბავშვობა. თვალებს ვხუჭავ და ვხედავ, თითქოს კიდევ 10 წლის სიფრიფანა გოგო ვარ, რომელიც აქოშინებული მირბის, უნდა რომ გაექცეს გაბრაზებულ ბებიას, რადგან ბევრი შაქრის ნატეხი მოიპარა, მაგრამ ვარსკვლავების სილამაზემ დააბრმავა, დაჯდა ბალახზე და ოცნებებს გაჰყვა. ის საამური წუთები მალე გავიდა, მე კი მომშივდა და სახლში უკან დავბრუნდი, სადაც ვიცოდი, რომ გაბრაზებული ბებია დამხვდებოდა. გავიხედ-გამოვიხედე, ისევ ჩემს სახლში ვიყავი და ერთი კითხვა მქონდა, რატომ გავიდა ასე მალე ბავშვობა?
ვზივარ და ისევ ფიქრი დაიწყო. გარეთ გავიხედე. ნისლი ჩამოწვა, მახსენდება, პატარაობაში ვამბობდი, ნისლი იმიტომ ჩამოწვება ხოლმე, რომ ადამიანის დანახვა სწყურიაო… ამის შემდეგ მახსენდება სიტყვები, მაგრამ ვერ ვიხსენებ, სად გავიგონე: ,,დიდებს არ ახსოვთ, როგორია ბავშვი რომ ხარ. თუმცა ამტკიცებენ, გვახსოვსო. აღარ ახსოვთ. დამიჯერე. ყველაფერი დაავიწყდათ. რამხელა ეგონათ მაშინ სამყარო, რომ სკამზე აცოცება შეიძლება გასჭირვებოდათ. როგორი იყო, სულ ზემოთ იცქირებოდნენ. დაავიწყდათ. აღარ იციან. შენც დაგავიწყდება. ზოგჯერ დიდები საუბრობენ, რა კარგი იყო ბავშვობა. ოცნებობენ კიდეც, რომ კვლავ ბავშვებად იქცნენ. მაგრამ რაზე ოცნებობდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს გაზრდილიყვნენ”. ვუკვირდები სიტყვებს და მართლაც აღარ მახსოვს…
რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ვზივარ და ამ სიტყვებს ვუკვირდები, გამახსენდა! – წამოვიყვირე მე, ეს სიტყვები კორნელია ფუნკემ დაწერა თავისი ერთ-ერთი წიგნის შესავალისთვის.
ნუცა მაისურაძე

ამ საოცრებამ გული შემიკუმშა. ვხედავ ცაზე მიკრულ და აკინძულ ჩიტებს, თოლიებს,
აჟღურტულებულ ტოროლებს,
ქანდარაზე ქათმები სხედან. ვფიქრობ, რომ ოდესღაც მეც ვიქნები ჩიტებთან, თოლიებთან და აჟღურტულებულ ტოროლებთან… ოღონდ უფრო ახლოს მათთან…
მესმის, როგორ ღმუის ჩემი ძროხა, სუსნაობს და მაინც ითხოვს საჭმელს, იმ ნარჩენებს, რასაც ჩვენ ვჭამთ და მერე ვტოვებთ.
ალბათ ცხოველებს უჩნდებათ კითხვა: თქვენ თუ მოგწონთ ამ ნარჩენების ჭამა?
და ფიქრში ჩაფლული ვადანაშაულებ ჩემს თავს… მაკრინე ხვედელიძე

რა კარგია დღის ბოლოს დაჯდომა და დასვენება. ასე მგონია, სიზმარში ვიყავი, ვილხენდი მითიურ გმირებთან ერთად. რა სჯობია ერთად გართობას, არა?! მაგრამ თუ ქვეყანაზე არ იყოს მოსიყვარულე ადამიანი, მაშინ ცხოვრებას აზრი არ ექნება და გახდება ნაცრისფერი. ეს ღმერთის საჩუქარია და იმის ნიშანი, თუ როგორ სჭირდება ქვეყანას კეთილი ადამიანები. ელენე ცაავა

დღეს საოცარი დღე მქონდა. ვზივარ ბუხართან და სულაც აღარ ვარ დაღლილი, ღმერთმა საჩუქარი გამომიგზავნა. ცხოველები , ფრინველები და ზღაპრის გმირები ჩემთვის გაერთიანდნენ და ლხინის სუფრა გაშალეს. ისეთი ჯადოსნური იყო ეს ყველაფერი, რომ სიხარულისგან ცეკვა დავიწყე. რა ლამაზია, როცა ყველა ერთმანეთის დასახმარებლად ვერთიანდებით. თითოს სამყარო ამ დროს ზეიმობს და შენთან ერთად ცეკვავს. სესილია აფხაზავა

https://youtu.be/5WB-qm5ruq4?si=HVhlOLCyvNrd3CUWhttps://youtu.be/5WB-qm5ruq4?si=HVhlOLCyvNrd3CUW

გაკვეთილის დაწყებამდე ლექსის კითხვა დავიწყე და ჩემი მობილური ტელეფონის ხმის ჩამწერით ვიწერდი. ჩემი 10 წლის ბიჭი და 4 წლის გოგო თითქოს ამ ხმას მოჰყვნენ, სახლის სხვადასხვა კუთხიდან მოვიდნენ და მისმენდნენ. რომ დავასრულე, მითხრეს, რა სასიამოვნო იყოო.

თქვენც სცადეთ – შეარჩიეთ ლექსი, ხმამაღლა წაიკითხეთ და მობილური ტელეფონით ჩაიწერეთ.

http://Listen to საბრალო დედაბრისასა.m4a by ლელა კოტორაშვილი on #SoundCloud
https://soundcloud.app.goo.gl/TCbCp