წერილი ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ ანას

ერთ პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ, მეხუთე კლასი ჩვენი უბნის, გლდანულის, ბიბლიოთეკაში წავიყვანე სტუმრად. 26 მოსწავლიდან მხოლოდ ხუთი მათგანი იყო დარეგისტრირებული, დანარჩენი ბიბლიოთეკაში ნამყოფი არ იყო.

შევავსეთ შესასვლელი ბილეთები, ვესაუბრე ჩემ მიერ გამოტანილ წიგნზე, ქართულ ხალხურ ზღაპარზე, “ლერწმის ქალზე”…

“ალბათ, გაინტერესებს, საიდან ვიცი ამდენი რამ შენ შესახებ!” მარიამ მამულაშვილი

“გავიგეთ, რომ შენ ბიბლიოთეკიდან გატანილი გაქვს “წრიპა ბიჭის დღიური”. ნატალი გვენცაძე

“მე იმიტომ გწერ წერილს, რომ მასწავლებელმა გვითხრა, წერილი მოგვეწერა შენთვის”. დემეტრე ჭიღლაძე

“მე მინდა გაგაცნო ჩემი საყვარელი წიგნი. ეს არის “ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე”. – ნინი ფხიკლეშვილი

“მე გეტყვი ახლა ჩემს საყვარელს წიგნს და ჩემი თხოვნა იქნება, ბიბლიოტეკიდან გამიტაანო და წაიკითხო – “თევზი ხეზე”. შოთა მინაშვილი

“ჩემი საყვარელი წიგნია “ლოტა აურზაურის ქუჩიდან”, რომელიც ლელა მასწავლებელმა მაჩუქა 2019 წელს”. თამარ გაბრიელაშვილი

“მე გეტყვი სამ რამეს “ვეფხისტყაოსნის” შესახებ: 1. ის ლექსია, მაგრამ მოთხრობას ჰგავს; 2. ის გავსებულია შიფრებით; 3. ის მოგონილია”. ანდრია დგებუაძე

“ჩვენი კლასი ვიყავით 185-ე ბაგა-ბაღის ბიბლიოთეკაში. იქ გავიგეთ, რომ შენ “წრიპა ბიჭის დღიური” და “ვეფხისტყაოსანი” წაგიღია”. დათუნა ყირიმელი

“ჩვენ გვაინტერესებდა, ვინ გაიტანა ბოლო წიგნი და ეს შენ აღმოჩნდი”. ნატალი მარიამიძე

“მე ვარ აზერბაიჯანელი. მე კარგად არ ვიცი ქართული და ლელა მასმა მასწავლა ქართული ენა” სევგი ნუგზარ კიზი

“მე იმიტომ გწერ წერილს, რომ მინდა გავიგო, ბაღის ბიბლიოთეკაში რამდენი ხანია დადიხარ, თუ აღარ დადიხარ?”- ნიკა ყალიჩავა

“მე მაქვს კიკინა თავზე და ვარ ძალიან სუსტი, წრიპა ბიჭის მსგავსად”. – სანდრო ღირსიაშვილი

” შევედით ბიბლიოთეკაში, ერთი შავ-თეთრი ძაღლი ამოგვყვა”. – ელენე ქურციკიძე

“რატომ აირჩიე “ვეფხისტყაოსანი” და რა მოგეწონა?” საბა მერებაშვილი

“და რატომ წერ წერილს და რისთვის?” ალექსანდრე ბიბილაშვილი

“ჩემი საყვარელი წიგნია “პატარა სირინოზი”. – რეზი კაპანაძე

“როგორც ვიცი, ბიბლიოთეკიდან აღმოგაჩინეთ”. – ნიკა მეხრიშვილი

“მე მიმდა გაგაცნო, ბიბლიოტეკიდან გამოტანილი ჩემი პირველი წიგნი “ბაყაყუნას და გომბეშიკოს თავგადასავალი”. – ანა კავთელაძე

“ჩემი საყვარელი წიგნია “ლურჯი ირემი”. “ლურჯი ირემი კი არადა, “ცისფერი ირემი”. ნიკა კაკაბაძე

“მე მგონია, რომ თქვენ კეთილი გული გაქვთ”. – ანასტასია გარუჩავა

Leave a Comment